საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრები გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 1:0 დაამარცხა.
თამაშის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
“ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.








