საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრები გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 1:0 დაამარცხა.
თამაშის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
“დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს, ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ”, – განაცხადა ხვიჩამ.





