ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს სამტრედია ქობულეთის შუქურა დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. პირველი გოლი მე-9 წუთზე გავიდა, რომელიც მასპინძლების რიგებიდან რუხაძემ გაიტანა.
პირველი ნახევრის ბოლო წუთზე სამტრედიელებმა კობახიძის გოლით, სხვაობა 2-მდე გაზარდეს (2:0).
მეორე ნახევარში ქობულეთლებმა მოუმატეს და მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა ინგოროყვამ ჯერ 54-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 74-ე წუთზე დუბლი ჩაიწერა აქტივში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.





