შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” ჩემპიონშიფის 35-ე ტურის შეხვედრაში “პიტერბრო” გამანადგურებელი ანგარიშით, 0:3 დაამარცხა.
ბრიტანულმა გუნდმა ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობის პერიოდში მეორე შეხვედრა მოიგო.
”ჰალ სიტი” 35 ტურის შემდეგ, 37 ქულით ინგლისის ჩემპიონშიფში მე-18 პოზიციაზე იმყოფება.
შოთა არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 მარტს “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ ჩაატარებს.








