შოთა არველაძის ასისტენტი “ჰალ სიტიში” ნიდერლანდელი, პეტერ ვან დერ ვეენი იქნება.
ის ბოლოს ბელგიურ “ლომელის” მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი ნიდერლანდების ყველა ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გახლდათ.
ვეენი კარიერის დასაწყისში “სპარტასა” და “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდებსაც წვრთნიდა.
როგორც ჩანს, “ჰალ სიტის” სამწვრთნელო შტაბში ქართველი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს შოთა არველაძის გუნდი ჩემპიონშიპის ლიდერთან, “ფულემთან” 0-1 დამარცხდა.





