დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე, ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, შოთა არველაძის გაწრთვნილი “ჰალ სიტი” სტუმრად “შეფილდთან” გამარჯვებას შეეცდება.
მატჩის წინ ქართველმა სპეციალისტმა, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
“ვნახე “შეფილდის” თამაში. ძალიან გამოცდილი და ძლიერი გუნდია, რომელიც ერთი და იგივე ტაქტიკით საკმაოდ დიდი ხანია ასპარეზობს. ეს გუნდი “ფულემის” მსგავსად, უკვე პრემიერლიგის დონისას ჰგავს. ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა შოთიმ.





