ინგლისის ჩემპიონშიფში “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის რანგში შოთა არველაძეს დებიუტი შედგა. ინგლისის რანგით მე-2 ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ჰალ სიტიმ” შინ “სუონსი მიიღო და 2:0 დაამარცხა.
48 წლის ქართველმა სპეციალისტმა წარმატებული დებიუტის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
ვინმეს, რომ ეს სცენარი შემოეთავაზებინა, დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი. მომავალში, იმედი მაქვს, უფრო მეტს შევძლებთ, გავაგრძელებთ გამარჯვებების სერიას და უკეთს თამაში ხარისხს ვაჩვენებთ, ვიდრე დღეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ოპონენტმა მეორე ტაიმში თამაშის სტილი შეცვალა. მეტოქემ ნახევარდაცვის ხაზში უპირატესობა მოიპოვა. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ ამ საკითხში. რაც უფრო ახლოს ხარ შედეგთან, უფრო ძნელია მისი მიღწევა, მაგრამ ბიჭებმა საოცარი სიმტკიცე გამოავლინეს. ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ასეთი მოტივაციით თამაშობენ შენი ფეხბურთელები.” – განაცხადა შოთა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ჰალ სიტი” ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე დაწინაურდა.
შოთა არველაძეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს 19:00 საათზე “პრესტონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





