შოთა არველაძემ ინგლისში სამწვრთნელო კარიერა წარმატებულად დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით “ჰალ სიტიმ” “სუონსი” 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“რა დღეა! რა გუნდია! ძალიან ბედნიერი ვარ”, – წერს შოთი.
შეგახსენებთ, რომ “ჰალ სიტიმ” ქართველი სპეციალისტთან 2.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.





