პრემიერლიგის მატჩში, რომელშიც „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეთამაშებოდა, ირანში 100-ჯერ შეწყვიტეს.
რა თქმა უნდა, საუბარია სატელევიზიო ტრანსლაციაზე, თორემ თავად მატჩი უპრობლემოდ ჩამთავრდა და წითელმა ეშმაკებმა ლონდონელები 3:1 დაამარცხეს.
ირანში კი რეპორტაჟს მსაჯის გამო წყვეტდნენ. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი ლაინსმენი მანდილოსანი გახლდათ, რომელსაც ბუნებრივია შორტი ეცვა. ირანული ტელევიზია კი მაქსიმალურად ცდილობდა სიან მესი-ელისი კადრში არ ეჩვენებინა.
იმ ეპიზოდებში, როდესაც კადრში ქალი არბიტრი ხვდებოდა, ირანული სატელევიზიო არხი შეხვედრის ტრანსლაციას წყვეტდა და მაყურებლებს „ტოტენჰემის“ სტადიონის ხედს აჩვენებდა.





