თავისუფალი სტილით მოჭიდავე და ტოკიო 2020-ის ვიცე-ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ Instagram-ზე განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„გამარჯობა ყველას. მინდა მადლობა გითხრათ ჩემო მეგობრებო, ვინც გვიგულშემატკივრეთ და ჩვენს გვერდით იდექით… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის. ამიტომ გული მწყდება, რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ და ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო“, – წერს ქართველი ფალავანი.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი ამერიკელ გეიბლ სტივსონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.







