არ ყოფილა „შეფილდ იუნაიტედის“ ადგილი პრემიერლიგაში. არა, იყო დრო, ეს უძველესი გუნდი ინგლისის ჩემპიონატში დამაჯერებლად და ღირსეულად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას.
შეფილდელები პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში უპირობო და ულაპარაკო აუტსაიდერები არიან. გუნდს, 26 ტურის შემდეგ ოდენ 11 ქულა აქვს და რა გასაკვირია, რომ ამ მაჩვენებლით სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, „შეფილდ იუნაიტედმა“ პრემიერშიპში დაქვეითება თავიდან აიცილოს.
„შეფილდმა“ 26 ტურში „ლივერპულთან“ 0:2 წააგო და ამით არა მხოლოდ საკუთარი,. ზოგადად ინგლისური ფეხბურთის ანტიორეკორდიც გაიმაეორა. გუნდმა საწყისი 26 მატჩიდან 21 წააგო, რაც ბოლო 50 წელიწადში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ბოლოს, მსგავსი რამ შორეულ 1970-1971 წლების სეზონში მოხდა, როდესაც რანგით მეოთხე დივიზიონში მყოფმა „ნიუპორტმა“ 21 მატჩი დათმო.





