თორნიკე შენგელიას ცსკამ ევროლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში იტალიაში არმანი მილანთან ითამაშა და 74:84 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23:06 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცსკას ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი 8 ოქტომბერს კვლავ სტუმრად თურქულ ანადოლუ ეფესთან ელის.







