მოსკოვის ცსკამ ევროლიგის 21-ე ტურში ფრანგული “ლიონი” 7 ქულის სხვაობით 90:83 დამარცხა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 21:39 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
მოსკოვის ცსკა 24 ქულით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
თორნიკე შენგელიას გუნდი, ევროლიგის მომდევნო მატჩში იტალიურ “მილანოს” დაუპირისპირდება.







