რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ცსკა შინ ყაზანის “უნიქსთან” 21 ქულის სხვაობით 67:88 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ თამაში სასტარტოდან დაიწყო. ქართველი ფორვარდი მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო. მან მოედანზე 25:12 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი დააგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა.
თორნიკემ ზუსტად 10-იდან 8 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ისროლა.
რაც შეეხება ევროლიგას, მოსკოვის ცსკა 9 მოგებით და 6 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
თორნიკე შენგელიას გუნდი შემდეგ მატჩში სტუმრად გერმანულ “ალბას” დაუპირისპირდება.




