ცსკა-მ საშობაო შესვენების შემდეგ რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატში სარატოვის “ავტოდორი” 92:65 დამარცხა.
თორნიკე შენგელიამ სასტარტოდან დაიწყო და 20:03 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.







