საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე მატჩი გამართა და მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფორვარდის დახმარებით ცსკა-მ ათენში “პანათინაიკოსს” შანსი არ დაუტოვა 98:74 დაამარცხა.
შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 20 წუთში 16 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა ჰქონდა. მან ბურთი 4-ჯერ დაკარგა. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიცინტმა 16 შეადგინა.
ცსკა 11 მოგებითა და 7 მარცხით მე-7 ადგილზეა. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 14 იანვარს, მოსკოვში, ფრანგულ “ვილერბანთან” გამართავს.







