ევროლიგის 22-ე ტურში, მოსკოვის ცსკა შინ “ოლიმპიასთან” 10 ქულის სხვაობით – 57:67 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 27:15 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ოთხი სამქულიანი ააცილა და ერთი საჯარიმო მიითვალა.
ცნობისთვის, ეს მოსკოველებისთვის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 მარცხია.
მოსკოვის ცსკას 24 ქულა აქვს ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.
თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას რუსულ “უნიქსთან” გამართავს.







