ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში მორიგი გამარჯვება მიითვალა მოსკოვის „ცსკა“-მ. ეს მოსკოველთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ.
წინა ტურში „ზენიტის“ დამარცხების შემდეგ, „ცსკა“-მ კიდევ ერთი რუსული გუნდი „ხიმკი“ დაჩაგრა და სოლიდური სხვაობით 97-72 იმარჯვეს.
ჩვენი ინტერესი კი ბუნებრივია თორნიკე შენგელიას მიმართ იყო მიპყრობილი. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20 წუთზე ოდნავ მეტი დაჰყო და ჯამში 11 ქულას, 4 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას და ერთ დაფარებას მოუყარა თავი.
ცსკა-ს 22 მოგება და 10 მარცხი აქვს. ევროლიგის სატურნირო ცხრილში გუნდი მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას „ცსკა“ 8 აპრილს, ფრანგული „ლიონ-ვილერბანის“ წინააღმდეგ გამართავს.







