საკალათბურთო ევროლიგის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას ცსკა თურქულ „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრა და 3 ქულის სხვაობით, 89:86 დამარცხდა. შედეგად მოსკოვური კლუბი ტურნირის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოცილდა.
შენგელიამ შეხვედრაში არასრული 24 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 10 ქულით, 7 მოხსნით და ერთი დაფარებით დაეხმარა.
ცსკა ახლა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს, სადაც „ოლიმპიაკოსსა“ და „ბარსელონას“ შორის დამარცხებულს შეხვდება.







