“Basketnews”-მა ევროლიგის კლუბებში მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეულთა სია შეადგინა, სადაც მოსკოვის ცსკას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მე-5 ადგილზე გავიდა.
“Basketnews”-ს თანახმად, თოკოს ხელფასი დაახლოებით 2.5 მილიონი ევროა.
აღნიშნული ვებ გვერდის ცნობით, შენგელია ცსკა-ში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი კალათბურთელია.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 2020 წელს ესპანური “ბასკონიადან” გადავიდა.
ქართველმა მძიმე ფორვარდი ზედიზედ 2 ტურის MVP გახდა.
თოკოს 2 კვირა მხრის ტრავმის გამო გაუცდა, ახლა კი მწყობრშია და დღეს თელ ავივის “მაკაბისთან” ითამაშებს.







