“ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ “ქუინს პარკ რეინჯერსთან” მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
“ვერ ვიტყოდი, რომ ისინი “შეფილდ იუნაიტედს” ჰგვანან, მაგრამ ძალიან კარგი, ორგანიზებული გუნდია. მათ უფრო მეტად უყვართ ბურთის დაჭერა. მე თვითონ არასდროს მითამაშია, მაგრამ მოედანი ცოტა პატარაა. ჩვენ ვაპირებთ შევხედოთ, თუ სად შეგვიძლია ზიანი მივაყენოთ მოწინააღმდეგეს და მოუთმენლად ველით თამაშს”, – განაცხადა შოთიმ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება, თბილისის დროით, 19:00 საათზე გაიმართება.








