არისტოკრატებს პრობლემები მოეძალათ. თავსატეხი გაუჩნდა ფრენკ ლამპარდსაც. „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ირგვლივ განსხვავებული სახის ინფორმაციები ვრცელდება.
მაგალითად, პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Sun ამტკიცებს, რომ ლამპარდის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი და მას ანდრეი შევჩენკოთი ჩაანაცვლებენო. მეორეს მხრივ კი ასევე პოპულარული ESPN ამბობს გუნდის ხელმძღვანელობა ფრენკს სრულ ნდობას უცხადებს და მის დათხოვნას არ აპირებსო.
ამასობაში, ბრიტანული მედია კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, მთავარი მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილებას ფეხბურთელთა ნაწილი გამოთქვამს და მას ტაქტიკურ მონახაზებს უწუნებსო. ისე კი, „ჩელსის“ კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. ბოლო 7 მატჩში, ლონდონელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს და პრემიერლიგაშიც მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.
კიდევ ერთი მსხვილი გამოცემა The Indepedent-ი უკვე ფრენკ ლამპარდის სავარაუდო შემცვლელთა სიას აქვეყნებს. ჩამონათვალში 4 მწვრთნელია – „ლესტერის“ დამრიგებელი ბრენდან როჯერსი, „საუთჰემპტონის“ მწვრთნელი რალფ ჰაზენჰუტონი და უმუშევრები მასიმილიანო ალეგრი და ახლახანს „პსჟ“-დან გაგდებული ტომას ტუხელი.








