ბარსელონას ახალწვეულმა სერხიო აგუერომ, კატალონიურ კლუბში ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.
”დიახ, ვფიქრობ, ლეო მესი მომავალ სეზონში სწორედ ბარსელონაში ითამაშებს.
იმედი მაქვს, რომ ბარსასთვის ლეოსთან ერთად ვითამაშებ… მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ”, – თქვა აგუერომ.
მესის ამჟამინდელი კონტრაქტი ბარსელონასთან 30 ივნისს იწურება. მხარეები ჯერ ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაზე არ შეთანხმებულან.





