კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელს სერგი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მათივე თქმით, 28 წლის მცველი თავს კარგად გრძნობს და საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება.
„ბარსელონა“ დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში უნგრულ „ფერენცვაროშს“ ესტუმრება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი, ლაშა დვალი იცავს. საგულისხმოა, რომ სერხი რობერტო რამდენიმე დღეა ტრავმირებულია და მას თავის თანაგუნდელებთან კონტაქტი არ ჰქონია.





