რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო 33 ფეხბურთელი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მარცხენა ნახევარმცველებს შორის ყველას ხვიჩა კვარაცხელია ამჯობინეს, რომელსაც ყაზანის რუბინის მაისურით არაერთი გამორჩეული თამაში ჰქონდა.
20 წლის კვარაცხელიამ თავის პოზიციაზე დინამო მოსკოვის ფეხბურთელ დანიილ ლესოვოისა და ცსკა-ს წევრ ჩიდერა ეჯუკეს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს. ქართველის ტრანსფერზე ბევრი იწერება, თუმცა, ჯერჯერობით, რეალური არაფერია.








