საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და 4:1 მოიგო.
დუბლის შესრულება ვახტანგ კეკელიამ მოახერხა, დანარჩენი ორი გოლი კი ირაკლი თოდუას და ბრუნო პეტრის ანგარიშზეა.
ხვალ, რუმინეთის და საქართველოს ნაკრებები თბილისის სპორტის სასახლეში კიდევ ერთხელ ითამაშებენ. მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი 16:00 საათზე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში იასპარეზებს.







