საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში ბათუმის ოლიმპიურ სასახლეში ბელარუსთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:0 მოიგო. მატჩში ერთადერთი გოლი არჩილ სებისკვერაძემ 31-ე წუთზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებებს შორის, პირველი ამხანაგური თამაში ბათუმში 3 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.




