საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს, უეფას მიერ განახლებულ ევროპულ რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. “ჯვაროსნებმა” ფინეთსა და პოლონეთს გადაასწრეს.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს საქართველოს ფუტსალის ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაამარცხებს, უეფას რეიტინგში კიდევ წინ გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:30 წუთზე გაიმართება.




