საქართველოს ფუტსალის ნაკრები ტაჯიკეთის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეხვედრები 15 და 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე ჩაატარებს.
მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეხვედრის დასასწრებად გულშემატკივრებმა მატჩამდე მწვანე ბარათი უნდა წარადგინონ.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ჩვენი ნაკრები D ჯგუფში ბოსნიასთან, ესპანეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმყოფება.








