საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩი 2 ივნისს სტუმრად ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს.
25 მარტი
შვედეთი – საქართველო
28 მარტი
საქართველო – ესპანეთი
31 მარტი
საბერძნეთი – საქართველო
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრები ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის გარეშეა. რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა, რომ გუნდში შესაძლოა დროებითი მწვრთნელი დაინიშნოს.





