საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთი დაამარცხა. ჯვაროსნებმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 0:1 მოუგეს.
შეხვედრის 62-ე წუთზე მუხრან ბაგრატიონმა გოლი გაიტანა და ჩვენს გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. შეხვედრის 84-ე წუთზე კი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააფუჭა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი უნგრეთში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს 3 მარტსაც დაუპირისპირდება, თვის ბოლოს კი – 25, 27 და 29 მარტს პორტუს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.





