მალტაზე, ტა ქალის ცენტენარი სტედიუმზე მასპინძელი ქვეყნის გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.
მეორე ტესტ-მატჩში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან გოლი ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა, რომელმაც გივი ხაჩიძეს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
განვლილი მატჩით, 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდამდე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების სერია დასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს. ელიტ რაუნდის ჯგუფის მატჩებს – 23, 26 და 29 მარტს შოტლანდია უმასპინძლებს.
მომზადებულია nakrebi.ge-ს მიერ.








