2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმის ახლადაშენებულ სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან, პლატფორმა TKT.GE-ზე დაიწყო. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა ამ ბმულის მეშვეობით შეუძიათ – TKT.GE/Football, ფასი კი 5-15-25 ლარი იქნება.
დამატებითი ინფორმაცია და რეგულაციები მატჩზე დასწრების მსურველებისთვის:
- შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი | პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა
- კარი მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე გაიღება.
- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება.
- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
- ბილეთების შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრას სტადიონის ტევადობის 33% დაესწრება.





