საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. გულშემატკივრებს ბილეთის შეძენა ონლაინ-პლატფორმა TKT.ge-ზე შეუძლია.
მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი და ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
კარი მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე გაიღება.
ბილეთის ფასი 5-15-25 ლარი
სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი
ბილეთების შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. – წერია TKT.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულის მეშვეობით – იყიდეთ ბილეთი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედა საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს შორის ბათუმი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.





