25 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. შვედეთთან დაპირისპირების შემდეგ, ჯვაროსნებს 3 დღეში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელით – თბილისში ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ესპანეთის ნაკრები ჩამოდის.
არახალი ამბავია, რომ 28 მარტის მატჩს დინამო არენაზე გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობაც – კერძოდ სტადიონის ტევადობის 30% დაესწრება.
გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს თუ როდიდად და როგორ მოხდება ბილეთების რეალიზაცია. დღეიდან, 24 მარტიდან, TKT-ზე ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია. პროცესი დღის 12:00 საათიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, ერთი ადამიანი მაქსიმუმ 3 ბილეთს შეიძენს, თუმცა სამივე ადამიანის პირადი მონაცემების და მობილურის შეყვანა იქნება საჭირო. ასევე აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა.
ბილეთების ღირებულება 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.





