28 მარტს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ბილეთების რეალიზება დღეს, 13 საათზე ონლაინ დაიწყო და გაყიდვისთანავე რიგში ათასობით გულშემატკივარი იდგა.
ბილეთების გაყიდვიდან ერთ დღეში კი უკვე ყველა, 15 ათასივე ბილეთი გაიყიდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონზე გარკვეული რეგულაციები იქნება. კერძოდ, ტრიბუნების 30% სავსე იქნება და გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით დასხდებიან.





