ბათუმის “დინამო” საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა.
გუნდის ნახევარმცველმა ბენჟამინ ტეიდიმ პოსტივი ფეხბურთთან ჩემპიონობის ემოციებზე ისაუბრა:
“საოცარი გრძნობაა ჩემპიონობა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში და დიდი მიღწევა საფეხბურთო კარიერაში. მადლობელი ვარ ღმერთის რომ მომცა ცზოვრებაში ეს შესაძლებლობა გამომეცადა, საოცარ ქალაქთან და გულშემატკივრებთან ერთად” – განაცხადა ტეიდიმ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.





