სანდრო მამუკელაშვილმა სეტონ ჰოლის საშინაო არენა Prudential Center-ში NCAA-ს რეგულარული სეზონის ბოლოს მატჩი ჩაატარა, თუმცა სამწუხაროდ მისთვის უიღბლოდ დასრულდა. „პირატებმა“ კონექტიკუტ „იუქონთან“ 58:69 წააგეს და „მარტის საგიჟეთში“ მოხვედრის შანსი დაკარგეს.
Mamuuuuu has two dimes to J Body to start us off here at The Rock! 💪#HALLin 🔵⚪ pic.twitter.com/1qajxT5AyR
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 3, 2021
სასიამოვნოა, რომ სანდროს გუნდმა და ფანებმა შესანიშნავი დამშვიდობება მოუწყვეს. მატჩზე დაშვებული 1700 ფანი „მამუს“ სკანდირებდა, რაც საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი იყო.
.@Mamukelashvili5 honored on Senior Night at @SetonHallMBB @Killem_Myles , @BryceAiken And @Shavarr33 were also honored pic.twitter.com/w3DkdNv35B
— Adam Zagoria (@AdamZagoria) March 3, 2021
ქართველმა ვარსკვლავმა მათ ეს დაუფასა და სეზონის მეხუთე ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრო გუნდს 20 ქულით, 10 მოხსნით, 3 პასით და 2 ჩაჭრით დაეხმარა.
And heeerrrreee come the Pirates!#HALLin pic.twitter.com/ahNZO9SdSH
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 4, 2021
სეტონ ჰოლი „ბიგ ისტის“ კონფერენციაში 10-8 ბალანსით მე-4 ადგილზეა და 6 მარტს სენტ ჯონ’სს დაუპირისპირდება. ამ მატჩის შემდეგ ნიუ ჯერსელები “ბიგ ისტის” კონფერენციის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ გაიმართება.
Mamu’s got eight and we lead at the U4 👍#HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/5kupvqXqYy
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) March 4, 2021





