განას ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სამუელ ინკუმმა ქუთაისის “ტორპედო” დატოვა.
ყველაფერი კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.
ვეტერანი ფეხბურთელი “ტორპედოს” საფეხბურთო კლუბ “სამტრედიიდან” შეურთდა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 16 ჩატარებულ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. ინკუმი თავის ნაკრებში 2008-2015 წლებში გამოდიოდა.





