წყალტუბო “სამგურალმა” საჩხერის “ჩიხურასთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში 3:0 იმარჯვა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.
საქართველოს უმაღლეს ლიგაში წყალტუბოელები ბოლოს 2002 წელს იყვნენ.
პირველ მატჩში 2:0 გამარჯვების შემდეგ, “სამგურალმა” მეორე მატჩშიც შეძლო საჩხერელების 1:0 დამარცხება და საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში გადასვლა.
“სამგურალი” – “ჩიხურა” 1:0
გოლის ავტორი: 1:0 კუხიანიძე (87)
“სამგურალი” (3-4-1-2) – მეშველიანი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ბურჯანაძე, კიკაბიძე, რაზმაძე, ტურე, გაზდელიანი, ჩიხლაძე (ახვლედიანი 65), ფონიავა (ბანძელაძე 88), კუხიანიძე.
“ჩიხურა” (4-4-2) – ზარქუა, ჩიკვაიძე (ბუხაიძე 63), ჯაფიაშვილი, ბასტრონი, კორიფაძე, კახაბრიშვილი, ბერეზოვი, გვაზავა (მაჩაიძე 81), ჯავაშვილი, დეკანოიძე (შარვაძე 88), კიკაბიძე





