მოგეხსენებათ ნაპოლის სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრაში ტურინის იუვენტუსთან ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს, რაც გუნდმა გაასაჩივრა და წარმატებულადაც.
გამოცემა Football Italia-ს ინფორმაცით, სააპელაციო კომიტეტმა იტალიის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და მატჩის გადათამაშება დაადგინა.
BREAKING: #Napoli win their appeal against #Juventus 3-0 defeat and -1 penalty pic.twitter.com/jDl6TVbTGH
— footballitalia (@footballitalia) December 22, 2020
როგორც იცით, 4 ოქტომბერს, ნაპოლი ტურინში კორონავირუსის ბევრი შემთხვევის დაფიქსირების გამო ვერ გაემგზავრა, იუვენტუსი მოედანზე გავიდა და მეტოქეს სანქციები დაეკისრა. თუმცა ახალი გადაწყვეტილებით, ნეაპოლელებს ჩამოწერილი ქულა დაუბრუნდათ, ტურინულ კლუბს კი დამატებული 3 ქულა ჩამოეჭრა.
ჯერჯერობით უცნობია როდის შედგება გადათამაშება, თუმცა ფაქტია, რომ სამართლანობამ გაიმარჯვა და ნაპოლი სამართლიან ბრძოლაში ეცდება სახელიან მეტოქეს ქულები დააკარგვინოს.





