საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრები გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 1:0 დაამარცხა.
თამაშის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
“ბორდოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ მატჩებსაც ვესწრები, სახლი იქ მაქვს, მაგრამ ხვიჩაზე არ მისაუბრია. კვარაცხელიას სხვა მიზანი აქვს. მას ახლა საკუთარ კლუბზე კონცენტრაცია სჭირდება. თუნდაც დღეს, პირველი ათი წუთი საკუთარი თავისთვის თამაშობდა, ბოლო 15 წუთი კი ის ფეხბურთი აჩვენა, რასაც მისგან ველით”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.





