„მანჩესტერ იუნაიტედის“ და ედინსონ კავანის გზები იყოფა. როგორც ჩანს ურუგვაელი ფორვარდი „წითელ ეშმაკებში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და იქაურობასთან გაცლა გადაწყვიტა.
კავანი მანჩესტერულ გრანდს 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა და 7 გოლის გატანაც მოასწრო, მაგრამ ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩნდება და სავარაუდოდ ურუგვაელიც ამან გაანაწყენა.
მოკლედ, ასეა თუ ისე, კავანი ოლე გუნარ სულშერის გუნდს ამ ზაფხულს, ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დატოვებს. ამის თაობაზე ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოსებთან საუბარს უახლოეს ხანებში გეგმავს და იმედი აქვს რომ ყველაფერი დადებითად მოგვარდება.
ედინსონ კავანის მომავალი გუნდი კი დიდი ალბათობით „ბოკა ხუნიორსი“ იქნება. როგორც ირკვევა, 34 წლის ფეხბურთელის ოცნება ყოველთვის იყო არგენტინულ გრანდში ეთამაშა და ამ სურვილის ასრულების შანსი ახლა ეძლევა.





