ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის „საბურთალომ“ რუსთავის „ტექნიკური ცენტრი“-ს სტადიონზე „თელავს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო.
ტრადიციულად მეტალურგიულ ქალაქში ძლიერი ქარი იყო და ამან გუნდებს ხელი შეუშალა. თუმცა თბილისელებმა მეტოქე მაინც „გატეხეს“.
59-ე წუთზე „საბურთალო“ ლაცაბიძემ დააწინაურა, მისთვის ეს გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი იყო და რათქმაუნდა ორმაგად გასახარიც იყო.
მატჩის ბოლოს თელაველებმა დიდი ძალით შეუტიეს, თუმცა ამ დროს დედაქალაქელებმა მეტოქე კონტრ იერიშზე დაიჭირეს და გოლი აქეთ გაუტანეს, მისი ავტორი ახალგაზრდა ნონიკაშვილი გამოდგა.
რუსთავი. „ტექნიკური ცენტრი“
თელავი – საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 ლაცაბიძე (59), 0:2 ლ. ნონიკაშვილი (90+6)
თელავი (3-4-3): ჩოჩიშვილი, ჯიქია, ბერიაშვილი (კ), ფაცაცია, შერგელაშვილი, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, ინჯგია, არდაზიშვილი (ციცქიშვილი 60), ხაბულიანი (კაპანაძე 46), შეყილაძე (ბაიბილაევი 71)
მწვრთნელი: მიქაძე
საბურთალო (3-4-1-2): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), მუდრაკი, ი. ტაბატაძე (შულაია (71), ცნობილაძე (ძებნიაური 87), ტერა (შ. ნონიკაშვილი 87), გოჩოლეიშვილი (თ. ტაბატაძე 81), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 71)
მწვრთნელი: შუბითიძე
თბილისური გუნდი 24 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, კახელები კი ძალიან ცუდ ფორმაში არიან და 8 ქულით უკანასკნელ მეათე პოზიციაზე არიან.





