ეროვნული ლიგის 1-ლი ტურის დასკვნით შეხვედრაში, თბილისის “საბურთალომ” შინ წყალტუბოს “სამგურალი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-11 წუთზე სტუმრებმა დემურ ჩიხლაძის გოლით უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მატჩის 44-ე წუთზე იური ტაბატაძემ პენალტით ანგარიშის გაათანაბრება შეძლო.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეზე ზეწოლა გაზრადეს და შეხვედრის 84-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “საბურთალო” ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველ ტურში მუდმივად იგებს. დედაქალაქურმა გუნდმა ელიგის პირველ ტურში ჩატარებული 8 შეხვედრიდან 100%-იანი მოგებათა რაოდენობა აჩვენა.
ლევან კორღალიძის გუნდი მომდევნო ტურში “გაგრას” დაუპირისპირდება, წყალტუბოს “სამგურალი” კი თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.





