ეროვნული ლიგის პირველი ტური თბილისური დერბით დასრულდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა თავიდანვე „საბურთალოს“ უპირატესობით დაიწყო და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში 38-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ გახსნა.
მეორე ნახევარში „ლოკომოტივმა“ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი შექმნა, თუმცა წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, თამაშის მიწურულს „საბურთალო“ კონტრ-იერიშზე გაიქცა და მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. თავი ამჯერად გიორგი გოჩოლეიშვილმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 3 ქულით „საბურთალო“ ლიდერობს.








