გარეჯის საგარეჯომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალში შინ “საბურთალო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
მატჩის 21- წუთზე ლევან ნონიკაშვილმა თბილისელები დააწინაურა, მალევე შეხვედრის 31-ე წუთზე ფრანცისკო ხავიერ ოკამპო ბრავომ წონასწორობა აღადგინა.
ხვიჩა შუბითიძის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, მატჩის მიწურულს იური ტაბატაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თავისი გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალში გაიყვანა.
თბილისის “საბურთალოს” მეტოქე ნახევარფინალში ბათუმის “დინამო” იქნება.





