მოციგავე, საბა ქუმარიტაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქუმარიტაშვილი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.
პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს კი 4-20 თებერვალამდე უმასპინძლებს.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლიცენზიის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საბა ქუმარიტაშვილისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იქნება.







