პეკინში მიმდინარე ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე, საბა ქუმარიტაშვილმა პირველი დაშვება შეასრულა.
ახალგაზრდა ქარველმა მოციგავემ დისტანცია 1:00.211 წუთში დაფარა და ლიდერ გერმანელ, იოჰანეს ლუდვიგს +3.148 წამით ჩამორჩა. 21 წლის ქუმარიტაშვილმა 34 სპორტსმენს შორის 30-ე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საბა ქუმარიტაშვილი 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.








