პეკინის ოლიმპიადაზე სტარტი აიღო ინდივდუალურმა ასპარეზობამ ქალთა შორის. შეჯიბრებაში საქართველოს სახელით ჩაერთო ანასტასია გუბანოვა. პირველ დღეს იმართება შეჯიბრება მოკლე პროგრამით.
ანასტასიამ ყველა ელემენტი კარგად შეასრულა და მსაჯებისგან 65.40 ქულა დაიმსახურა. ამ მაჩვენებლებით იგი ცხრა გამომსვლელს შორის პირველი იყო. საბოლოო შედეგი გვეცოდინება მაშინ, როდესაც თავისუფალი პროგრამა დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ გუბანოვამ გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს 67.56 ქულა მოუტანა და ჩათვლაში მეოთხე იყო.






